თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. წარმოდგენილ 14 ესკიზს ჟიური ორშაბათამდე შეაფასებს.
ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის
სტატუსით. საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.