ნდობის ჯგუფი

ხიდაშელი: პარლამენტში საფრანგეთში დადებული ხელშეკრულებების გამო მოვედი

თინა ხიდაშელი
თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პარლამენტში იმყოფება. მინისტრი დღეს ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრება, რომელიც 15.00 საათზეა დანიშნული. თავდაცვის მინისტრის თქმით, ნდობის ჯგუფის წევრებს საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწოდებს. 

"პარლამენტში საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოვედი. ყველა კითხვაზე მზად ვართ, რომ პასუხი გავცეთ, თუკი სხვა თემებიც ექნებათ ნდობის ჯგუფის წევრებს. აქ ვართ, რომ ხელშეკრულებაზე ვისაუბროთ. ეს დოკუმენტი მთავარსარდალს უკვე გავაცანით და შემდეგი გაჩერება პარლამენტშია", - თქვა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

 

კომენტარები