თაღლითობის მცდელობა

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საქართველოს მოქალაქე ოთარ ც. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ც. აფხაზეთიდან დევნილ ცოლ-ქმარს, საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეგობრო წრის დახმარებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბინის მისაღებად საჭირო ქულების მომატებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ მოითხოვა ფულადი თანხა 8000 ლარი.

ქულების მიღების მიზნით, ოთარ ც-მ დევნილი ცოლ-ქმარი მიიყვანა ქ.თბილისში მდებარე ორ კლინიკაში თავის ნაცნობ ექიმებთან, სადაც მათ ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება, რომლის საფუძველზე გასცეს ყალბი სამედიცინო ცნობები - ფორმა N100, რომელთა მიხედვით აღნიშნულ პირებს თითქოსდა აღენიშნებათ ფილტვების ქრონიკული დაავადება.
2015 წლის 28 სექტემბერს ოთარ ც-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი თანხა 8000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია (საქართველის სსკ-ის კოდექსის 19 -180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს).

კომენტარები