თაღლითობის მცდელობა

თაღლითობის მცდელობისთვის ბათუმის მერის წარმომადგენელი დააკავეს

ბათუმი
საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სამართალდამცველებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქ. ბათუმის მერის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა დ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა დ.-მ მოქალაქეს უკანონო მშენებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს).

კომენტარები