თაღლითობის მცდელობა

სუს: თაღლითობის მცდელობისთვის რუსთავის მე-16 დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციარული სისტემის რუსთავის N16-ე დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძეა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს", - წერია განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები