საგადასახადო რეფორმა

ბოკერია: გადასახადების შემცირება ხარჯების შემცირების გარეშე კატასტროფა იქნება

თითქმის ორი წელიწადია, საზოგადოებას და ამ მთავრობას ვთავაზობდით კრიზისიდან გამოყვანის სრულფასოვან გეგმას, იმ კრიზისიდან, რომელშიც თვითონ ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა. ორი წელია იძახდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ეს არის სისულელე და ყურს არ იბერტყავდნენ. როგორც იქნა, ამოღერღა ახალმა პრემიერმა, მაგრამ ამოღერღა ნაკუწები, არასრულფასოვანი, არასრული ზომებისაა. გადასახადების შემცირება ზოგადად აუცილებელი პირობაა, მაგრამ ხარჯების შემცირების გარეშე ეს კატასტროფა იქნება, მოგების გადასახადი კი არ უნდა გარდაიქმნას, უნდა გაუქმდეს და დივიდენდზე გადავიდეს, საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, პროექტი წარდგენილი გვაქვს და სიტყვა და საქმე როგორია ივანიშვილის რეჟიმის, ვნახავთ კიდევ ერთხელ - დაუჭერენ თუ არა ჩვენ მიერ დიდი ხნის წარდგენილ პროექტს მხარს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პრემიერის ეკონომიკურ ინიციატივებზე.

კომენტარები