სპეცუბნები

ხიდაშელი საია-ზე: მეტი პატივი სცენ იმ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ

არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემთან ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელ პირთან არ მოუმართავს კითხვით იმ ამბების შესახებ, რაზეც დღეს ისინი კითხვებს სვამენ. ამიტომ, ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმი არის ჩემი თხოვნა ამ ადამიანების მიმართ. მე, ადამიანს, რომელიც 20 წელი ამ სეგმენტის ნაწილი ვიყავი, მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ მოვთხოვო, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სადაც მე ვმუშაობდი 20 წლის განმავლობაში, რომ ცოტა მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქმეს იმიტომ, რომ ჩემთვის არის უძვირფასესი იმ ორგანიზაციის სახელი, უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი და ყველას მინდა საჯაროდ მივმართო, ისინი ჩემი გაზრდილი ბავშვები არიან, ცოტა მეტი პატივი სცენ იმ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სპეცუბნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებზე.

კომენტარები