სპეცუბნები

მაჭავარიანი: სპეცუბნების გაუქმება გარდაბნის არჩევნებსაც უნდა შეეხოს

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის მოსაზრებით, თუ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური საარჩევნო უბნები უქმდება, ეს 28 იანვრის გარდაბნის არჩევნებსაც უნდა შეეხოს.

"ეს გიორგი კვირიკაშვილის პირველი განცხადება არაა, როცა ერთს ამბობს, მაგრამ მეორე ხდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ შევთავაზეთ ეკონომიკურ პროგრამაზე შეხვედრა, გავიდა უკვე ერთი კვირა, ლარი უფასურდება, თუმცა, შეხვედრა არ შედგა.

რაც შეეხება სპეცუბნებს, აქ ვითარება უფრო დრამატულია, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში, არცერთი სპეცუბანი არ იყო გარდაბანში, დღეს 700-კაციანი სპეცუბანი დაამატეს, რადგან ხელისუფლებას დამარცხების ეშინია. ჩვენ იმ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ კვირიკაშვილი თავის სიტყვას ასრულებს, თუ 28-ში გარდაბანში სპეცუბანი არ გაიხსნება და აქ დარეგისტრირებული ადამიანები მონაწილეობას ვერ მიიღებენ არჩევნებში", - ამბობს მაჭავარიანი.

როგორც დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, "საარჩევნო სპეცუბნებს ჩვენ ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია". პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგში უკვე ატვირთულია.

კომენტარები