ბრიუსელის ტერაქტები

ბელგიური მედია: ანდერლეხტში დაკავებული ეჭვმიტანილი ლააშრაუი არ აღმოჩნდა

Reuters

ბელგიური მედიის ნაწილი უარყოფს DH-ის მიერ გავრცელებულ თავდაპირველ ინფორმაციას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ნაზიმ ლააშრაუის დაკავების შესახებ. მათი ინფორმაციით, ანდერლეხტში დაკავებული ეჭვმიტანილი ლააშრაუი არ აღმოჩნდა.

პოლიციისა და პროკურატურის კომენტარი აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება. ისინი პრესკონფერენციას 1 საათში ჩაატარებენ.

კომენტარები