ბრიუსელის ტერაქტები

სამართალდამცველებმა ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილის წერილი იპოვეს

POLICE FEDERALE

ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის, მუჰამედ აბრინის წერილი იპოვეს. ის ნაგვის ყუთიდან ამოღებულ კომპიუტერში აღმოაჩინეს.

აბრინი, რომელიც დაკავებისას ბრალს უარყოფდა, წერილში აღნიშნავს, რომ პარიზის ტერაქტების ბრძანება მან გასცა და ასევე, ისურვებდა, მოწამეობრივი სიკვდილით მომკვდარიყო.

სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილმა კომპიუტერიდან აღნიშნული წერილის წაშლა სცადა, რადგან ის კომპიუტერის სანაგვე ყუთში იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მუჰამედ აბრინი ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილებს შორის ერთადერთია, ვინც ცოცხალი გადარჩა. პოლიციის ინფორმაციით, აბრინი პარიზის ტერაქტების განხორციელებაშიც მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს მოწყობილი პარიზის ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს კი, ჯამში 34 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა.

კომენტარები