ბრიუსელის ტერაქტები

ბელგიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

Reuters

ბელგიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ბელგიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს, რომლებიც პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.

ეჭვმიტანილები საპორტო ქალაქ ანტვერპენში, ტერნატესა და ბორგერაუტში ჩატარებული რეიდებისას დააკავეს. მათ თან აღმოაჩნდათ ასაფეთქებელი ნივთიერება და იარაღი.

დაკავებულებს ბრალი ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირისთვის წარუდგინეს. ორი მათგანი უკვე გაათავისუფლეს, თუმცა მათ შორის ერთი - მკაცრი კონტროლის პირობებით, მეორეს კი, ფეხზე ელექტრონული საკონტროლო სამაჯური გაუკეთეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ 22 მარტს მოწყობილ ტერაქტებს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში ჯამში 34 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი, დაშავდა.

კომენტარები