ბრიუსელის ტერაქტები

ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე ძმების როლები გაირკვა

Reuters

უკანასკნელი ცნობებით, ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ძმებ ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუიებიდან მხოლოდ ერთი - ბრაჰიმ ელ-ბაკრაუი მონაწილეობდა, ხალიდ ელ-ბაკრაუიმ კი მაალბეკის მეტროსადგურში აიფეთქა თავი.

ზავენტემის აეროპორტის ტერაქტში ბრაჰიმ ელ-ბაკრაუის მონაწილეობა დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა. მეორე თვითმკვლელი ტერორისტი კი ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს, პროკურატურის მიერ დადასტურებული ცნობებით, ჯამში 31 ადამიანი ემსხვერპლა, 261 კი დაშავდა.

კომენტარები