მკვლელობა ვაკეში

ვაკეში მოკლული მამაკაცის ნათესავებმა მოამბის ოპერატორს კამერა დაუზიანეს

ვაკეში მოკლული მამაკაცის ნათესავებმა მოამბის ოპერატორს კამერა დაუზიანეს. პირველი არხის ცნობით, ოპერატორმა კადრების გადაღება და პირდაპირი ჩართვის ორგანიზება ვეღარ მოახერხა. სამართალდამცველებმა მოამბის ოპერატორი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე, მამაკაცი ჩაცხრილეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, კრიმინალური ავტორიტეტია. ტაბულა მის გვარს ოფიციალურ დადასტურებამდე არ ასახელებს. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი მამაკაცი. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციისთვის ამზადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. 

კომენტარები