მკვლელობა ვაკეში

ადვოკატი: ბადრი ნათობაძემ დაკავების შემდეგ სხეულზე დაზიანებები მიიღო

Getty Images

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძის ადვოკატის თქმით, ნათობაძეს სხეულზე დაზინებები აქვს, რომელიც მან დაკავების შემდეგ მიიღო.

„მე რომ შევხვდი წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ხელზე და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. მე მას გავესაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით. მან განმარტა,  რომ დაზიანებები მიიღო დაკავების შემდეგ.“- ამბობს ადვოკატი ლევან პატარქალიშვილი.

ნათობაძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. მას ბრალი გუშინ გვიან ღამით წარუდგინეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობის ჩადენას ითვალისწინებს. ადვოკატის ინფორმაციითვე, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

 ცნობისთვის, ორი დღის წინ  ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე, კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე მანქანაში ჩაცხრილეს. მასთან ერთად იმყოფებოდა ზაქარია ჩიბუხაშვილიც, რომელიც დაიჭრა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირიბადრი ნათობაძე დააკავა.    

კომენტარები