სატელევიზიო რეიტინგები

რატომ სთავაზობს ტრიმედია საზოგადოებრივ მაუწყებელს სატენდეროზე 158-ჯერ ნაკლებ ფასს

stlucianewsonline.com

საზოგადოებრივმა მაუწყებლმა 14 ნოემბერს გამოაცხადა ტენდერი სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის (ფიფლმეტრული მეთოდით) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, საწყისი ფასით 158.400 ლარი. ტენდერში მონაწილეობა სატელევიზიო რეიტინგების გამზომმა ორმა კომპანიამ TVMR საქართველომ და ტრიმედია ინტელიჯენსმა მიიღეს. ტენდერი საბოლოოდ დასრულებული არაა, თუმცა ტრიმედია ინთელიჯენსი საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ მომსახურების გაწევისთვის სატენდეროზე 158-ჯერ ნაკლებ თანხას, 1000 ლარს სთავაზობს. ტრიმედიას კონკურენტის, TVMR საქართველოს შეფასებით, ამ ტენდერის უკან პოლიტიკური ინტერესები იკვეთება, რადგანაც ტრიმედიას მიერ წარდგენილი თანხა აშკარად არაკომერციულია. 

"სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებლის მიერ მიმდინარე წელს ჩატარებულმა ტენდერმა სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის მომსახურების შეძენის მიზნით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ ზეწოლასთან თავისუფალ ბიზნესზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიმდინარე წლის აგვისტოში მსგავს ტენდერზე მიღებული გადაწყვეტილების იდენტური პრეცედენტი არ განმეორდებოდა. კომპანია TVMR-ს სჯიან იმის გამო, რომ ის არ წავიდა ფარულ გარიგებაზე პოლიტიკასთან და უპატიოსნო მოძალადე სახლმწიფო მოხლეებთან და საკუთარი რისკის ფასად დაიცვა სატელევიზიო ბაზრის, სარეკლამო და გამზომი ინდუსტრიის ღირსება. ჩვენი კომპანია კვლავაც იბრძოლებს იმისათვის, რომ ბაზარმა მიიღოს სანდო და გამჭვირვალე სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების შედეგები და არც მომავალში წავა ფარულ ბინძურ გარიგებებზე.

ეს შემთხვევა ცოტა უცნაური და უნიკალურია თავისი ბუნებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, შეგნებულად ცდილობს მიიღოს რეალურზე ნაკლები რეიტინგი იმ გამზომისათვის სპეციალურად შექმნილი პირობებით, რომლის სარეიტინგო სურათში ქვეყანაში არსებული ყველა ტელევიზიას ნაკლები რეიტინგი აქვს რეალურთან შედარებით, გარდა ტელევიზია იმედისა, რომელსაც სხვათაშორის ეკუთვნის ახალი გამზომის ბაზარზე შემოყვანის იდეა და ინიციატივა", - წერია TVMR-ის განცხადებაში.

TVMR-ისვე განცხადებით, მათ მიმართეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა სატენდერო დოკუმენტაცია შეეცვალათ და კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ, თუმცა მაუწყებელმა "სატენდერო წინადადებაში კვლავ დატოვა ისეთი ჩანაწერები, რომლებიც მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა გახდებოდა".

"სატელევიზიო აუდიტორიის კვლევა უბრალოდ ვერ დაერქმევა იმ პროდუქტს რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობდა 2016 წლის განმავლობაში და რის მიხედვითაც ისარგებლებს 2017 წლის განმავლობაში. პირობების ერთ კონკრეტულ პრეტედენტზე მორგებით საზოგადოებრივმა მაუწყებელი ფაქტიურად დათანხმდა მიეღო გაუგებარი პროდუქტი, გამოცდილების არ მქონე კომპანიისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ტრიმედია ინთელინჯენსი ერთ-ერთ საინფორმაციო ჰოლდინგ პალიტრა მედიასთან არის დაკავშირებული. კომპანიის 50-50% წილის მესაკუთრეები მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი არიან. მერაბ ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის GORBI-ის 70 %-იანი წილის მფლობელიც არის. გიორგი თევდორაშვილი კი, პალიტრა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში წილებს ფლობს. პალიტრა მედიას ეკუთვნის ტელეკომპანია პალიტრა TV, ესე იგი თევდორაშვილი საკუთარი კომპანიის რეიტინგსაც ზომავს.

 

 

კომენტარები