კვება სკოლებში

ჯეჯელავა: ჩემი ოცნებაა ყოველი სკოლის შესასვლელში ვაშლებიანი თასი იდგას

ტაბულა

"ჩემი ოცნებაა, რომ სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ნუ შეჭამს თუ არ უნდა. ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს, მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ", - საზოგადოებრივი მაუწყბელის გადაცემა რეალურ სივრცეში ამბობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. 

"სოფლის მეურნეობასთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად. გვინდა და აქ უკვე დაძალება არ გამოვა, ეს იქნება უფრო შეთავაზება, ეს იქნება ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი. შვედეთში იყო პროექტი, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო პროექტი და ყველა სკოლის შესასვლელში დადგა თასი ვაშლით. თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ნუ შეჭამს თუ არ უნდა, ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ", - ამბობს ჯეჯელავა.

განათლების სამინისტრო სკოლების ბუფეტებიდან "არაჯანსაღი" საკვების ამოღების ინიციატივით გამოდის. სამინისტრო სკლებში ბავშვთა კვებიდან ჩიფსების, გაზიანი სასმელების, კამფეტების, შოკოლადების ამოღების მომხრეა. 

სამინისტროსვე მოსაზრებით, "ჯანსაღი საკვები ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს, კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ, მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა. რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან."

განათლების მინისტრის თქმით, სკოლის დირექტორებს მიეცემათ კონკრეტული დირექტივა, რომ გააკონტროლონ აღნიშნული საკითხი. ჯეჯელავას თქმით, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დირექტორთა საქმიანობის შეფასებაში აუცილებლად აისახება.

კომენტარები