ცხოვრების ჯანსაღი წესი

რატომ უნდა დავლიოთ რძე

ibsrv.net

რძის დალევა რეკომენდებულია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ საჭირო კომპონენტს შეიცავს.

გლუვი კანისთვის

რძის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, არბილებს და ატენიანებს კანს. ასევე აქვს კანის დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი.

ჯანმრთელი კბილები და ძვლები

რძე კალციუმის შემცველი წყაროა, რომელიც აძლიერებს ძვლისა და კბილების სტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ რძის დალევა ძვლების გასამაგრებლად არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის რეკომენდებული, როცა მათი ძვლები ჩამოყალიბებესა და ზრდას იწყებენ. სასურველია, რომ ძვლების ჯანმრთელობაზე ნებისმიერ ასაკში იზრუნოთ.

კუნთებისთვის

რძე დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს. რეკომენდებულია, რომ ვარჯიშის შემდეგ ერთი ჭიქა რძე დალიოთ, თქვენი სხეული კი იმ ელემენტებს მიიღებს, რაც ესაჭიროება.

ეხმარება წონის დაკლების დროს

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხიმის შემცველობის გამო რძის მიღება დიეტის დროს არამიზანშეწონილია. თუმცა, დიეტოლოგების მტკიცებით, ეს მოსაზრება მცდარია.

ნაკლები სტრესი

დღის ბოლოს რძის დალევა განტვირთვისთვის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. ერთი ჭიქა რძე ხელს შეუწყობს განიტვირთოს სხეულის დაძაბული ნაწილები და დაგიწყნაროთ ნერვები.

ჯანმრთელი სხეული

რძე პრევენციას უწევს მაღალი ქოლესტერინის წარმოქმნას, ამცირებს გულის დაავადებების რისკს და ამცირებს კანის სიმსივნის წარმოქმნის რისკებს.

თუმცა, დადებით თვისებებთან ერთად, შესაძლოა, რძის პროდუქტების აუტანლობა გქონდეთ, რასაც თქვენს კანსა და ორგანიზმზე უარყოფითი შედეგი ექნება.

კომენტარები