პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა

შსს: თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დკავებულები თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. 

სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით 6 პირი გამოკითხეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს 254-ე მუხლით, რაც ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები