კვირიკაშვილის გადადგომა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა.

კვირიკაშვილი განცხადებას ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში აკეთებს. 

კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტს 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა. 

2015 წლის სექტემბრიდან - 2015 წლის დეკემბრამდე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის ივლისიდან - 2015 წლის დეკემბრამდე - ვიცეპრემიერი; 2012 წლის ოქტომბრიდან - 2015 წლის სექტემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

კომენტარები