კვირიკაშვილის გადადგომა

პრეზიდენტი: უნდა დამთავრდეს ეს მასკარადი - პრემიერები გაუგებარი მიზეზებით მიდიან და ირჩევიან

ეს პროცესები ბევრად უფრო განჭვრეტადი, გასაგები და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, უცებ რატომ მიდიან პრემიერმინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერმინისტრები, ისე როგორც წინა პრემიერის ღარიბაშვილის შემთხვევაში მოვისმინეთ, რომ ის იყო წარმატებული პრემიერი, რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერმინისტრები? რა არის ამის უკან მდგომი არგუმენტი და რა პრინციპით, რა კრიტერიუმებით აირჩევიან ახალი პრემიერმინისტრები. მე ვფიქრობ, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერმინისტრები, რა პრინციპით ირჩევიან, ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, უნდა დამთავრდეს,

რუსთავი 2-ის ცნობით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე.

კომენტარები