დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

შსს: თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის შელაპარაკება მოხდა

Ambebi.Ge

თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის შელაპარაკება მოხდა. 

მანდატურებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მოსწავლეებს სხეულის რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღენიშნებათ.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები