საქართველოს რკინიგზა საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, თბილისიდან და ბათუმიდან ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.
მატარებელი 11 აგვისტოდან იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
- თბილისიდან გასვლა - 09:05 საათი,
- ბათუმში ჩასვლა - 14 :42 საათი,
- ბათუმიდან გამოსვლა - 18:30 საათი,
- თბილისში ჩამოსვლა - 00:07 საათი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.