სალომე ზურაბიშვილი გაეროში

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი გაეროში სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. 

ადმინისტრაციისვე ცნობით, ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, და პირველი ლედის, მელანია ტრამპის, სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრება. 

ასამბლეა 17 სექტემბერს გაიხსნა და 27 სექტემბერს დაიხურება. 

კომენტარები