სალომე ზურაბიშვილი გაეროში

გოგუაძე ზურაბიშვილის UN-ში გამოსვლაზე: ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტისთვის შეუფერებელი იყო

საქართველოს პრეზიდენტის ეს გამოსვლა, ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე და ტრიბუნაზე, არ იყო გამოსვლა, რომელიც ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტს შეეფერებოდა. მან ვერ გამოიყენა ეს ტრიბუნა საქართველოსთვის უმწვავეს პრობლემებზე სალაპარაკოდ. მან არ ილაპარაკა იმაზე რომ დღემდე გრძელდება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ნაჭერ-ნაჭერ მიტაცება. ეს იყო ქართული ოცნების ხელისუფლებასთან შეთანხმებული "სფიჩი" სადაც არ უნდა ყოფილიყო არაფერი ზედმეტი თქმული და არც რუსეთი არ უნდა გაეღიზიანებინა, კერძოდ ვლადიმირ პუტინი.  

ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე "მთავართან" საუბარში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლას. 

კომენტარები