საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულიად აღდგენილია.
"ოპერატიულად ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა სრულად, ოთხივე მიმართულებით დაახლოებით სამ საათში განახლდა. საქართველოს რკინიგზამ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მგზავრებს მატარებლების გაჩერებისთანავე მიაწოდა." - ნათქვამია განცხადებაში.
სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება გუშინ, 23 ოქტომბერს ოთხ მიმართულებაზე, ზუგდიდი- თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისი, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზების გაწყვეტას მოჰყვა, რამაც საკონტაქტო ხაზის დაგვიანება და მატარებლების შეჩერება გამოიწვია.