შრი-ლანკა

შრი-ლანკაში მომიტინგეები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ და მის გადადგომას ითხოვენ

საპროტესტო აქცია შრი-ლანკაში

შრი-ლანკას დედაქალაქ კოლომბოში, პრეზიდენტის რეზიდენციასა და ადმინისტრაციაში ათასობით მომიტინგე შეიჭრა. პროტესტის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისია. 

მომიტინგეები ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც შეიჭრნენ, რომელიც თვეების განმავლობაში მჯდომარე საპროტესტო აქციის ადგილი იყო. 

პოლიციამ ხალხის შეკავება ვერ შეძლო. მომიტინგეები პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომას ითხოვენ. 

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების თქმით, რომლებიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, თქვეს, რომ პრეზიდენტი გუშინ, დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, უსაფრთხოების მიზნით, რეზიდენციიდან გადაიყვანეს. 

შრი-ლანკის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრი რანილ ვიკრემესინგე პარტიის ლიდერებთან საგანგებო შეხვედრას გამართავს, რათა სიტუაციის დეესკალაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.

შრი-ლანკა პირველი სახელმწიფო გახდა აზიაში, რომელსაც საგარეო ვალი ორ ათწლეულზე მეტია არ გადაუხდია. მან ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, შედეგად, ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების და საკვების დეფიციტი აქვთ. კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს: ყველაზე დიდი წილი კერძო ობლიგაციების მფლობელებზე მოდის, რასაც მოჰყვება კრედიტორები და ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.

რანილდ ვიკრესემინგე შრი-ლანკას პრემიერმინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც დაახლოებით ორი თვის წინ ღრმა ეკონომიკური კრიზის გამო მაჰინდამ პრემიერმინისტრობის პოსტი დატოვა

ვიკრესემინგე პრემიერმინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, დაფინანსების გასაზრდელად აქტიურად ცდილობს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირის გაძლიერებას. შრი-ლანკა მსოფლიო ბანკიდან 4 მილიარდამდე დახმარებას ელის - პრემიერის თქმით, ის იმედოვნებს, რომ შეთანხმება მომდევნო თვეებში მიიღწევა.

კომენტარები