შრი-ლანკა

შრი-ლანკაში მომიტინგეებმა პრემიერმინისტრის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც შრი-ლანკას პრემიერმინისტრმა, რანილ ვიკრემისენგემ განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს, დემონსტრანტებმა მის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

პრემიერის ადმინისტრაციამ განცხადებას წინ უძღოდა ათიათასობით მომიტინგის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა. 

მომიტინგეები ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც შეიჭრნენ, რომელიც თვეების განმავლობაში მჯდომარე საპროტესტო აქციის ადგილი იყო. პოლიციამ ხალხის შეკავება ვერ შეძლო. მომიტინგეები პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომას ითხოვენ.  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების თქმით, რომლებიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, თქვეს, რომ პრეზიდენტი გუშინ, დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, უსაფრთხოების მიზნით, რეზიდენციიდან გადაიყვანეს. 

შრი-ლანკა პირველი სახელმწიფო გახდა აზიაში, რომელსაც საგარეო ვალი ორ ათწლეულზე მეტია არ გადაუხდია. მან ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, შედეგად, ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების და საკვების დეფიციტი აქვთ. კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს: ყველაზე დიდი წილი კერძო ობლიგაციების მფლობელებზე მოდის, რასაც მოჰყვება კრედიტორები და ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.

რანილდ ვიკრესემინგე შრი-ლანკას პრემიერმინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც დაახლოებით ორი თვის წინ ღრმა ეკონომიკური კრიზის გამო მაჰინდამ პრემიერმინისტრობის პოსტი დატოვა

კომენტარები