აშშ-სამხრეთ კორეა

სეული: სამხრეთ კორეა და აშშ ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით წვრთნებს ჩაატარებენ

Courtesy Ken Scar/U.S. Army

სეულის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, სამხრეთ კორეა და აშშ  ჩაატარებენ ერთობლივ, ფართომასშტაბიან წვრთნებს ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მოქმედებები 2023 წელს არის დაგეგმილი და პრესსპიკერის თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე მზარდი სამხედრო საფრთხის განეიტრალებას ემსახურება. 

მომავალ წელს სამხრეთ კორეა და აშშ ურთიერთთანამშრომლობის 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ერთობლივი დემონსტრაციაც ამ თანამეგობრობის ილუსტრირება იქნება. 

“ამ თარიღის აღსანიშნად ჩვენ სხვადასხვა ალტერნატივას განვიხილავთ, რათა ჩვენი სამხედრო შესაძლებლობებით ალიანსის ჩრდილოეთ კორეაზე დომინაცია წარმოვაჩინოთ” - თქვა პრესსპიკერმა ბრიფინგზე. 

ვარჯიშები ასევე ხაზს გაუსვამს სამხრეთ კორეის განახლებულ სამხედრო პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში. პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა სამხრეთ კორეის სამხედრო გაძლიერებაზე დაიფიცა და ჩრდილოეთ კორეის აგრესიის წინააღმდეგ მზადყოფნა გამოთქვა. 

გასულ თვეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა აღნიშნა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა გააახლებს ბირთვული იარაღის გამოცდას, მოკავშირეებთან ერთად უპრეცედენტოდ უპასუხებს და ჩინეთს მოუწოდებს, დაეხმაროს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში, რათა შეზღუდოს ქვეყნის ბირთვული შეიარაღებისა და აკრძალული იარაღის განვითარება.

Reuters-ის კითხვაზე, თუ რას გააკეთებს სამხრეთ კორეა და მისი მოკავშირეები - ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია, თუ ჩრდილოეთ კორეა ახალ ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს, იონმა თქვა, რომ პასუხი "იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არ გვინახავს", თუმცა არ განუმარტავს რას გულისხმობდა უპრეცედენტო პასუხში.

"ჩრდილოეთ კორეისთვის უკიდურესად არაგონივრული იქნებოდა მეშვიდე ბირთვული გამოცდის ჩატარება", - უთხრა გამოცემას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

კომენტარები