აშშ-სამხრეთ კორეა

აშშ-მ და სამხრეთ კორეამ მნიშვნელოვან ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიეს

EPA

შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს.

ვაშინგტონი ამერიკული ბირთვული საბრძოლო იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების სამხრეთ კორეაში პერიოდულ განთავსებას და სეულის ბირთვული დაგეგმვის ოპერაციებში ჩართვას დათანხმდა. სანაცვლოდ, სამხრეთ კორეა არ შექმნის საკუთარ ბირთვულ იარაღს.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონის დეკლარაცია გააძლიერებს მოკავშირეების თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის შესაკავებლად.

ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოქმნილი ბირთვული საფრთხის შესახებ შეშფოთება ორივე მხარეს მატულობს. ფხენიანი სამხრეთ კორეის მიზანში ამოღების შემძლე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ავითარებს და ამასთან, აუმჯობესებს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია.

შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაიცვას სამხრეთ კორეა და აქამდეც დადო პირობა რომ საჭიროების შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. თუმცა, სამხრეთ კორეაში გაჩნდა ეჭვი ამ ვალდებულების ერთგულების მიმართ და დაიწყო მოწოდებები საკუთარი ბირთვული პროგრამის გაგრძელების შესახებ.

თეთრ სახლში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ ვაშინგტონის დეკლარაცია აშშ-ს “უპრეცედენტო” ვალდებულებას აღნიშნავს თავდაცვის გაძლიერების, თავდასხმების შეკავებისა და აშშ-ს მოკავშირეების დაცვაზე ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ახალი შეთანხმება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგია

კომენტარები