სილვიო ბერლუსკონი

ბერლუსკონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

სილვიო ბერლუსკონი

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

ბერლუსკონი 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია. სუნთქვის პრობლემების გამო იგი ამ დრომდე რეანიმაციაში იყო. 

ბერლუსკონის ბოლო წლებში ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა, მათ შორის ყველაზე მწვავე COVID-19-ისას 2020 წელს. ის წლებია კარდიოსტიმულატორს ატარებს, 2016 წელს გაიკეთა გულის ოპერაცია აორტის სარქვლის გამოსაცვლელად და, ამასთანავე, დაამარცხა პროსტატის კიბო.

ბერლუსკონი კონსერვატიული პარტიის Forza Italia-ს ლიდერია. პარტია ნაწილია მმართველი კოალიციის, რომელსაც პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონია ხელმძღვანელობს. 

ბერლუსკონის პასუხად იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაინმა, რომელიც Forza Italia-ს წევრია, Twitter-ზე თქვა, რომ პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას და დგას ევროპის, დასავლეთისა და NATO-ს მხარეს. 

აქამდე, ჯორჯია მელონიმ სილვიო ბერლუსკონი გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით ამცირებს საკუთარ შანსებს, ჰქონდეს ნებისმიერი გავლენა ახალ მთავრობაზე. 

მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის მხარდამჭერი. 

კომენტარები