სილვიო ბერლუსკონი

ჰოსპიტალიზების შემდეგ ბერლუსკონი პარტიის წევრებისადმი პირველ საჯარო მიმართვას ავრცელებს

სილვიო ბერლუსკონი

იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ ერთი თვის წინ მკურნალობის მიზნით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პირველი საჯარო მიმართვა გაავრცელა. ყოფილი პრემიერმინისტრი გვერდში დგომისთვის თავისი პარტიის, Forza Italia-ს წევრებს მადლობას უხდის. 

ბერლუსკონი კამერების წინაშე პარტიის ბანერისა და იტალიის დროშის ფონზე წარსდგა. 

"აი, აქ ვარ, თქვენთან ვარ. ბოლო თვის განმავლობაში პირველად გამოვეწყვე პერანგსა და პიჯაკში. თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად დამეხმარა ძალიან სახიფათო პნევმონიის დაძლევაში". - ამბობს ყოფილი პრემიერი მიმართვაში.

ბერლუსკონის ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით საავადმყოფოდან გაწერის ზუსტ თარიღს არ ასახელებენ.  

იტალიის ყოფილი პრემიერი 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია. 16 აპრილს ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. 

ბერლუსკონის ბოლო წლებში ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა, მათ შორის ყველაზე მწვავე COVID-19-ისას 2020 წელს. ის წლებია კარდიოსტიმულატორს ატარებს, 2016 წელს გაიკეთა გულის ოპერაცია აორტის სარქვლის გამოსაცვლელად და, ამასთანავე, დაამარცხა პროსტატის კიბო.

ბერლუსკონი კონსერვატიული პარტიის Forza Italia-ს ლიდერია. პარტია ნაწილია მმართველი კოალიციის, რომელსაც პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონია ხელმძღვანელობს. 

კომენტარები