წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

"ჩემი ადგილი დავუთმე" – წყალქვეშა ნავის ბორტზე დაღუპული 19 წლის მგზავრის დედა

აფეთქებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მილიარდერ მამასთან ერთად მყოფი 19 წლის შაჰდა სულემანის დედის თქმით, სულემანის ნაცვლად ექსპედიციაში თავად უნდა წასულიყო, მაგრამ თავისი ადგილი ვაჟს დაუთმო

ქრისტინე დავუდისა და მისი მეუღლის, შაჰზადა დავუდის მოგზაურობა თავიდან პანდემიის გამო გადაიდო. მისი განმარტებით, როდესაც OceanGate Expeditions-ის წლევანდელ მისიაში ადგილის მოპოვება შეძლეს, მან უარი თქვა, რადგან 19 წლის სულემანს ძალიან უნდოდა წასვლა. 

"შემდეგ მე უკან დავიხიე და ადგილი დავუთმე, რადგან მას ძალიან სურდა წასვლა. მათ გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ორივეს ძალიან დიდი ხანი უნდოდა ამის გაკეთება". - აღნიშნა მან. 

ისინი ერთმანეთს უნივერსიტეტში შეხვდნენ, როცა ინგლისური, ვუდის თქმით, ჯერ არ იცოდა. ქალი იხსენებს, რომ ისტორიის მოყვარულმა მეუღლემ უფრო მეტი იცოდა მისი მშობლიური გერმანიის ისტორიის შესახებ, ვიდრე თავად მან. ამასთან, მილიარდერი დოკუმენტური ფილმებით იყო გატაცებული. 

"ჩვენ, უბრალოდ, ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ვხუმრობდით. შაჰზადა ბავშვივით აღელვებული იყო. მას ჰქონდა ბავშვივით აღტკინების უნარი, ორივე ძალიან აღელვებულები იყვნენ". - ასე პასუხობს ვუდი კითხვას, როგორ დაემშვიდობნენ ოჯახის წევრები ერთმანეთს. 

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.

წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ. 18 ივნისს კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ის ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე –კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

კომენტარები