წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

"რეკორდის დასამყარებლად რუბიკის კუბი წაიღო" – წყალქვეშა ნავზე დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა

აფეთქებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მილიარდერ მამასთან ერთად მყოფი 19 წლის შაჰდა სულემანის დედამ, ქრისტინე დავუდმა BBC-ისთან ინტერვიუში თქვა, რომ მისმა ვაჟმა ექსპედიციაში თან წაიღო რუბიკის კუბი, რადგან მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდა

19 წლის ბიჭმა გინესის რეკორდების წიგნს მიმართა და მამამისმა შაჰზადამ კი წყალქვეშ კამერა წაიღო, რათა აწყობის პროცესი დაეფიქსირებინა.

შვილზე საუბრისას, დავუდმა აღნიშნა, რომ სულემანს რუბიკის კუბის აწყობა ისე უყვარდა, რომ ყველგან თან ატარებდა და "ამ თავსატეხის 12 წამში ამოხსნით ხალხს აოცებდა".

"მათ მითხრა: "ვაპირებ რუბიკის კუბი ზღვის დონიდან 3 700 მეტრზე, ტიტანიკზე ავაწყო". - ამბობს დედა BBC-ისთან.

ქრისტინე დავუდისა და მისი მეუღლის, შაჰზადა დავუდის მოგზაურობა თავიდან პანდემიის გამო გადაიდო. მისი განმარტებით, როდესაც OceanGate Expeditions-ის წლევანდელ მისიაში ადგილის მოპოვება შეძლეს, მან უარი თქვა, რადგან 19 წლის სულემანს ძალიან უნდოდა წასვლა. 

"ადგილი დავუთმე, რადგან მას ძალიან სურდა წასვლა". - ამბობს შაჰდა სულემანის დედა

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.

წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ. 18 ივნისს კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ის ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე –კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

კომენტარები