არასრულწლოვნის გაუპატიურება

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები