არასრულწლოვნის გაუპატიურება

ბათუმში ფორმულას ჟურნალისტზე მოძალადე 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

კადრები ვიდეოდან / ფორმულა

ბათუმში ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტზე მოძალადე 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას 15 ივლისს 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედა ფიზიკურად გაუსწორდა. მას ბრალი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობისთვის წარუდგინეს

14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" და მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები