არასრულწლოვნის გაუპატიურება

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ ფორმულას ჟურნალისტს სცემა

კადრები ვიდეოდან / ფორმულა

ფორმულას ინფორმაციით, 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედა არხის ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას ფიზიკურად გაუსწორდა. 

პროკურატორის ცნობით, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობისთვის ერთს პირს ბრალი წარუდგინეს

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 ივლისს, ბათუმში, ბრალდებულმა ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობა განახორციელა". - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. 

გუშინ, 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" და მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები