არასრულწლოვნის გაუპატიურება

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გაუპატიურების ბრალდებით 1 პირია დაკავებული.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე უთხრეს, რომ კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ბათუმში ადგილი ჰქონდა გარყვნილ ქმედებას.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV 25-მა გაავრცელა.

კომენტარები