პოლიციელის დაჭრა

პოლიციელზე თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ – შსს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.

ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ". - აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები