სატრანსპორტო პოლიტიკა

კალაძე საცობებზე: ვის უნდა უნდოდეს ჩემზე მეტად ამ პრობლემის მოგვარება?

ავიღოთ სატრანსპორტო პოლიტიკა. არის გამოწვევები, პრობლემები. თუ იცით რაიმე, რასაც არ და ვერ ვაკეთებთ, გვითხარით და გავითვალისწინებთ, არც ესაა პრობლემა. ათასჯერ გვითქვამს, პრეზენტაციებიც გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ხედვა გვაქვს, რატომ ვაკეთებთ, რა შედეგი უნდა მივიღოთ საბოლოოდ.

ყველაზე დიდი გამოწვევა არის არსებული ავტოპარკი, კერძო  ავტომობილების რაოდენობა. ისეთი ქალაქისთვის, როგორიც არის თბილისი, რელიეფიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებთ, არის მაქსიმუმი, მერწმუნეთ. ვის უნდა უნდოდეს ჩემზე მეტად აღნიშნული პრობლემის მოგვარება?! ქალაქის მერი ვარ და თუ რაღაც საცობია, კალაძის ბრალია, თუ პრობლემაა, კალაძეა დამნაშავე. რა თქმა უნდა, პირველი მე ვარ დაინტერესებული, რომ აღნიშნული პრობლემა იყოს მოგვარებული და მოწესრიგებული. ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობა, რაც ერთ დღეში ვერ გამოვა.

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე.

კომენტარები