სატრანსპორტო პოლიტიკა

თბილისის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია – სატრანსპორტო კომისიის უფროსი

სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  სწორედ ამიტომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა  საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებაზეა ორიენტირებული.

რა თქმა უნდა, რეფორმას თან ახლავს გარდამავალი და საადაპტაციო პერიოდისათვის დამახასიათებელი სირთულეები, თუმცა  უმთავრესია ის, რომ სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს გეგმაზომიერად, რასაც მოწმობს თუნდაც ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა: 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, მეტროს ვაგონების განახლება თუ მიმდინარე მსხვილი საგზაო  ინფრასტრუქტურული პროექტები ხორცშესხმა და სხვა. 

ეს ყოველივე ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ტრანსპორტის განვითარება, დედაქალაქის მაცხოვრებელთა სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გადაადგილება კვლავაც დედაქალაქისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება.

ამბობს ქართული ოცნების წევრი, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, შალვა ოგბაიძე.

კომენტარები