საქართველო-სომხეთი

საქართველოს ბანკი სომხურ Ameriabank-ს ყიდულობს, გაცემულია წინასწარი თანხმობა

armenpress

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გასცეს წინასწარი თანხმობა Bank of Georgia Group PLC-სა და ღია სააქციო საზოგადოება Bank of Georgia-ს მიერ დახურული სააქციო საზოგადოება Ameriabank-ის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე.

არმენპრესის ცნობით, მათ სომხეთის ცენტრალურ ბანკში შეატყობინეს, რომ ეს გადაწყვეტილება საბჭოს სხდომაზე 29 მარტს მიიღეს.

2024 წლის 19 თებერვალს საქართველოს ბანკის ჯგუფმა გაავრცელა ცნობა, რომ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სომხეთის უმსხვილეს ბანკის, ამერიაბანკის 100%-იან წილს შეისყიდდნენ. შესყიდვის ღირებულება 303.6 მილიონი დოლარია.

ამერიაბანკის უდიდესი აქციონერი არის Imast Group-ი, ანუ ყოფილი Ameria Group-ი, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს, რუბენ ვარდანიანს ეკუთვნის. მისი წილი 48.82%-ია. 2023 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბაქომ ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, აზერბაიჯანმა დააკავა ვარდანიანიც და დღეს ის პატიმრობაში რჩება.

კომენტარები