სილქნეტი

სილქნეტის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

shutterstock

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სილქნეტის კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევისთვის ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.

"ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით კომპანია სილქნეტის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს დაეუფლა და არალეგალური გზით, მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა". - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები