რუსეთი

მოსკოვში პოლიციელის მოკვლის შემდეგ გამოცხადდა გეგმა "სირენა"

სავარაუდო თავდამსხმელი
112

მოსკოვის ოლქში, ნოგინსკის რაიონში პოლიციელებს თავს დაესხნენ. როგორც რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წერენ, ერთ-ერთი მათგანი ჭრილობის შედეგად მოკვდა.

ამავე ცნობებით, თავს დაესხნენ ორ პოლიციელს. მეორე სამართალდამცველი მძიმედაა დაჭრილი და რეანიმაციაშია. 

ტელეგრამ-არხი 112 წერს, რომ თავდახმა ნარკოდილერების წინააღმდეგ მოწყობილი ჩასაფრების დროს მოხდა. 

ცნობების მიხედვით, თავდამსხმელები მოტოციკლით მიიმალნენ.

РБК პოლიციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამოქმედდა გეგმა "სირენა", რომელიც ბოლოს კროკუს სითი ჰოლში მოწყობილი ტერაქტის დროს იყო გააქტიურებული.

კომენტარები