რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა, არიან დაღუპულები

გასულ ღამეს დონეცკის ოლქში, პოკროვსკის რაიონში რუსეთის თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

ფილაშკინის თქმით, რუსეთი ასევე თავს ესხმოდა კრამატორსკისა და ბახმუტის რაიონებს. მისი ცნობით, ჯამში რუსული ძალები დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს გასულ ღამეში თავს 18-ჯერ დაესხნენ.

თავდასხმების შედეგად დაზიანდა, კერძო სახლები, არასაცხოვრებელი შენობები და დამხმარე ნაგებობები.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები