ამინდი

ძლიერმა ქარმა რუსთავში სარეკლამო ბანერი მოგლიჯა

ირაკლი მეტრეველი

ძლიერმა ქარმა პრობლემები მთელს საქართველოში შექმნა. რუსთავში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები. 

თბილისში ქარის გამო აეროპორტიდან რეისები გადაიდო. მოგლიჯა ხე და დაზიანდა მანქანები.

ხაშურში ქარმა და ნალექმა ნიაღვარი გამოიწვია, რის გამოც ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. 

დაზარალდა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებით მძიმე ვითარება კი თელავშია, სადაც ქარის შედეგად ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შავი ზღვის სანაპიროზე კი 4 ბალიანი შტორმია. მეტეოროლოგების ცნობით, ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. 

კომენტარები