თურქეთი

ანტალიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12-მდე ადამიანი დაშავდა

Reuters

ანტალიის მერის მედერეს თურელის თქმით, ანტალიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12-მდე ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე არ არის.

გავრცელებული ინფრომაციით, აფეთქება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავტოპარკინგზე მოხდა.

ანტალიის მერის თქმით, მომხდარის ტერაქტად შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან არ არის გამორიცხული, რომ აფეთქება ავარიის ბრალი იყოს.

აფეთქების შედეგად ავტოპარკინგზე მდგომი ავტომობილები სერიოზულად დაზიანდა და სამრეწველო პალატის შენობაში მინებიც ჩაიმსხვრა.

 

კომენტარები