თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი მურათ საბუნჩუ დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ საბუნჩუს, გაზეთის სხვა რედაქტორებისა და ჟურნალისტების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის.
CNN-ის ცნობით, პროკურატურამ ჯამში Cumhuriyet-ის 13 თანამშრომელი დააკავა. ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეთულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით 35 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, თითქმის ყველა მათგანი ფეთულა გიულენთან კავშირშია ბრალდებული.