თურქეთი

ჩავუშოღლუ: ელჩის მკვლელობის უკან გიულენის დაჯგუფება დგას და ეს იცის რუსეთმაც

0 კომენტარი
ფოტო: AFP/Getty Images

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარისას აღნიშნა, რომ ანდრეი კარლოვის მკვლელობის უკან ფეთულა გიულენის დაჯგუფება დგას.

ჩავუშოღლუს თქმით, ეს ინფორმაცია ცნობილია როგორც თურქეთისთვის, ასევე რუსეთისთვის.

თავის მხრივ, ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ აშშ დამწუხრებულია კარლოვის მკვლელობით.

მხარეებმა განიხილეს სირიის თემაც.

შეგახსენებთ, რომ ფეთულა გიულენმა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას ტერაქტი უწოდა და კატეგორიულად უარყო მომხდართან კავშირი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები