რუსეთი

სასამართლომ ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას უფლება მისცა, ვალი ლოცვებით დააბრუნოს

fedpress.ru

ნიჟნი-ნოვგოროდის საარბიტრაჟო სასამართლომ ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიასა და მოსარჩელე ადგილობრივ კომპანიას შორის დავა გადაწყვიტა. ეპარქიას ვალის მხოლოდ ნაწილობრივი დაბრუნება დაევალა, ხოლო დანარჩენმა მშენებლებმა მათ აპატიეს იმ მოტივით, რომ მათი ჯანმრთელობისთვის ეპარქიაში ლოცვას აღავლენდნენ. 

როგორც სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში წერია, კომპანიამ, სახელწოდებით "ერა", 2015 წლის აგვისტოში, ადგილობრივ სასამართლოში შეიტანა საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიამ თავის ერთერთ შენობაში კომპანიას შეასრულებინა 458 000 რუბლის ღირებულის ტექნიკური სამუშაოები, რისი საფასურიც არ გადაიხადეს. 

სასამართლოში მხარეებმა მოილაპარაკეს, რაც მშვიდობიანი შეთანხმებით გააფორმეს. მხარეების გადაწყვეტილებით, ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას დაევალა თანხის ნაწილის, 200 000 რუბლის ოდენობის დაბრუნება და, ასევე, დაიდო პირობა, რომ ისინი ჯანმრთელობის ლოცვებს აღავლენენ. 

"აღვავლენთ ლოცვებს მონა ღვთისა ივან მიხაილის ძე არსენევისა და მონა ღვთისა სერგეი ალექსანდრეს ძე ლაპუსტინის ჯანმრთლობისათვის, და მათი ოჯახებისათვის და კეთილდღეობისათვის ყველა მათ საქმიანობასა და წამოწყებაში". 

"ერამ", თავის მხრივ, უარი განაცხადა თავის "მატერიალურ და სამართლიან საჩივარზე". 

კომენტარები