თურქეთი

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია 13 ადამიანი

Getty Images

თურქეთის სამხედრო სამსახურის ცნობით, გუშინ, შირნაქის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

ავიაკატასტროფას 13 სამხედრო ემსხვერპლა. 

"შირნაქის პროვინციაში, ერაყის საზღვართან, სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ვერტმფრენი ელექტროგადამცემ ხაზს დაეჯახა", - წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით ავიაკატასტროფა 20:55 საათზე მოხდა. ვერტმფრენი ელექტროგადამცემ ხაზს აფრენიდან 3 წუთში დაეჯახა.

კომენტარები